Promocions
- Tuesday, 30th July, 2024
- 16:08pm
2024 წელს ჩვენმა გუნდა შექმნა სისტემა რომელიც დაგეხმარებათ თქვენც და გაგიმარტივებთ საქმეს ასევე ჩვენც.
განახლებები იხილეთ თავების მიხედვით.
1. ჰოსტინგი
2. პაკეტები (ვებ-საიტები,ლოგო დიზაინები და სხვა...)
3. შეტყობინებების საინფორმაციო განახლება და წინსვლა
4. მარტივი კომუნიკაცია და დახმარება
5. სატელეფონო კომუნიკაციის გაუმჯობესება
6. უფლებების დაცულობა
7. გადახდის სისტემები
1. ჰოსტინგი:
თქვენ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ჰოსტინგ პაკეტები ჩვენივე სერვერზე და მართოთ თქვენი ფაილები, ასევე ელ-ფოსტის სისტემები და სხვა მრავალი ფუნქციონალი
სერვერის მართვა შეგიძლიათ როგორც FTP ასევე PLESK FILE MANAGER საშუალებით.
ეს დაგეხმარებათ უკეთ მართვაში და ოპტიმიზაციაში
ჩვენი დეველოპერები მუდმივად ანახლებენ და აყენებ ახალ ვერსიებს სერვერის წარმატებით მუშაობისთვის მაგ: PHP განახლებები და სხვა უამრავი სისტემების ოპტიმიზაციაში რომ საიტმა იმუშაოს, დამატებულია ასევე ანტივირუსის ლაივ მონიტორინგი და SEO ტესტერი სერვერშივე.
ბექაფ სისტემები ჩაშენებულია შეგიძლიათ მარტივი ვიზუალიზაციით მართოთ თქვენი საიტი.
2. პაკეტები
თქვენ აღარ მოგიწევთ ინვოისებით გადახდა და სხვა დამღლელი სამუშაოები თქვენ პირდაპირ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი პაკეტი მიუთითოთ და შეავსოთ ინფორმაცია დეტალიზაციისათვის და ამის შემდგომ იხდით თანხას (თანხასთან დაკავშირებით დეტალები იხილეთ 6 ველში) ჩვენი წარმომადგენელი ითვლის დაახლოებით დროს ქმნის ტასკებს და რთავს დროის ლიმიტერს ამის შემდგომ იწყება მუშაობა და გბარდებათ ყველა მოთხოვნა.
+ ასევე ყველა ის სამუშაო ფაილი რომელიც თქვენთვის დამზადება სამუდამოდ შეგენახებათ პირად კაბინეტში და შეძლებთ ნებისმერ დროს გადმოწერას ამით თავს ავარიდებთ სხვადასხვა აპლიკაციებში მიმოფანტვას როგორიცაა, Bussines suite, Google Drive, Whatsapp, Viber და სხვა საკომუნიკაციო გზებს ყველაფერი იქნება ჩვენთანვე.
3. შეტყობინებები
როგორც ჰოსტინგზე ასევე სხვა პაკეტების შეძენის შემდგომ თქვენ ყოველთვიურად მოგივათ სმს ტელეფონის ნომერზე ასევე მოგივათ ელ-ფოსტაზე და საიტის საინოფრმაციო ცნობარშიც კი ამით ჩვენ ვცდილობთ მოხმარებელებს ავარიდოთ თავიდან ის უსიამოვნო მომენტები როგორიცა ვებ-საიტის გათიშვა, სხვადასხვა მოდულების ლიცენზიის ვადის გასვლის შემდგომ გათიშვა და სხვა მრავალი.
თქვენ ასევე მოგივათ სმს 1 კვირით ადრე და ასევე იმავე დღეს რომ რაიმე გადასახდელია
ასევე თუ გახსნით დახმარების ბარათს როდესაც გიპასუხებთ დეველოპერი ან საფორთი მოგივათ სმს რომ პასუხი გაცემულია და პრობლემა მოგვარებულია
ასევე თქვენ მოგივათ სმს თანხის გადახდის წარმატების ან წარუმატებლობის შემთხვევაშიც.
4. მარტივი კომუნიკაცია
თქვენსა და ჩვენს შორის ნებისმიერი საკომუნიკაციო არხი თავად ჩვენივე საიტზე იქნება გახსნილი გახსნით თიქეთ სისტემას ან ჩათის სისტემებს რის შედეგაც ჩვენი ყველა მიმოწერა შეინახება და ასევე არ მოგიწევთ სხვაგან ძიება.
ასევე ჩვენივე დამზადებული საიტის შემთხვევაში თქვენ გაგიაქტიურდებათ ცოდნის ბაზა სადაც დეტალურად არის დასურათებული თუ როგორ მართოთ ვებ-საიტის მთვარი ფუნქციები.
5. სატელეფონო კომუნიკაცია
მოგეხსენებათ ჩვენი გუნდი დიდია და მრავალი ნომრის ჩაწერა გიწევდათ ტელეფონში და შემდგომ ძებნა ეხლა უბრალოდ დარეკავთ 0322 115 001 და აირჩევთ სასურველ დეპარტამენტს.
იგივე პრინციპია ბარათის გახსნის დროს სადაც ირჩევთ დეპარტამენტს რომელსაც უყურებს მონიტორინგი და ადმინისტრაცია.
6. უფლებები და უსაფრთხოება
როდესაც თქვენ თანხას წინასწარ იხდით მთლიანი თანხა დეპოზიტზე გიჯდებათ (ანგარიშზე) თუ საქმე არ შესრულდა ან დაიგვიანა დიდი დროით ამ შემთხვევაში იურიდიულად თქვენ დაგიბრუნდებათ უკან 70% თანხის იმ შემთხვევაში თუ ჩვენ საქმის მინიმუმ 30% შევასრულეთ.
მაგალითად თუ თქვენ შეუკვეთეთ ვებ-საიტი, ლოგოს დამზადება და დროში ძალიან გაიწელა ჩვენ გამო მაგრამ საქმე შესრულდა 30% მაინც ამშეთხვევაში თქვენ გიბრუნდებათ 70% - 14 სამუშაო დღეში და თუ ვერ მოხერხდა კონკრეტული დავალების შესრულება თანხა გიბრუნდებათ 90% ით.
ხოლო იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი არ მოგეწონათ ამშემთხვევაში ჩვენ უფასოდ ვცდით გამოსწორებას ხოლო კვლავ წარუმატებლობის შემთხვევაში დაგიბრუნდებათ 50% თანხის.
სანამ ჩვენთან შეუკვეთავთ გაესაუბრეთ გაყიდვების დეპარტამენტს ან გადახედეთ პორთფოლიოს.
7. გადახდის სიტემა
გადახდა ჩვენთან უკვე საიტიდანვე ხდება ციფრული ბანკის მეშვეობით Google Pay, Apple Pay, Visa, Mastercard, Amex ყველა ამ საშუალებით ან ნებისმიერი ბანკის ბარათით როგორიცა: TBC,LIBERTY,CREDO,BOG ან უცხური ბარათით თქვენ შეძლებთ გადახდას საიტი ავტომატურად მოგაწვდით ინვოის ბეჭედით.
ასევე თქვენ შეგიძლიათ ინვოისი ამობეჭდოთ და თანხა თავად ჩარიცხოთ თუ ბარათით გადახდა არ გსურთ.
Powered by WHMCompleteSolution
შპს ქლაუდნეტი წლებია ბაზარზე მიყვება ხაზს სადაც მთავარია მომხმარებლის კეთილგანწყობა და შეუფერხებელი მუშაობა.